суббота, 23 апреля 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ძირითადი თემა იყო "პროექტზე დაფუძვნებული სწავლება".
       
სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია და სრულყოფილად წარმართოს  სასწავლო პროცესი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თავად ფლობდეს 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.პროექტი- სასწავლო მეთოდებს შორის ყველაზე უკეთესად აჩვენებს მოსწავლეს, თუ სკოლაში მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას.მოსწავლეები გარკვეულად ორგანიზებულ ვითარებაში, დროში რეალურად ხედავენ თუ რას და რატომ იკვლევენ, აფასებენ საკუთარი  ცოდნის შედეგს.
 
ინტელის ძირითადი  სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გვიწევს მასწავლებლებს თუ როგორ დავგეგმოთ, წარვმართოთ და შევაფასოთ სასწავლო პროექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ამ პროცესის წარმატებით წარმართვის არის ისტ-ის გამოყენება.

ჩემი პროექტი

воскресенье, 10 апреля 2016 г.

დღე მეექვსე

ამ დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა როგორც წინა დღეებმა.გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას. მოსწავლეების პერსპექტივიდან შევეცადეთ დაგვენახა სასწავლო პროცესი. როგორც მოსწავლეებმა დავგეგმეთ სავარაუდო ნაშრომი და მოვახდინეთ შეფასება. დიდი მადლობა ტრენერს!

პროექტის პრეზენტაცია


воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეოთხე დღე

დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს. განმავითარებელს და შემაჯამებელს. განციხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ჩემი დაგეგმილი პროექტისათვის შევადგინე შეფასების განრიგი. შაბლონში შევიტანე ჩემი პროექტის შესაბამისი გეგმის მონაცემები. დავიწყეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის შევსება.

суббота, 2 апреля 2016 г.

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ  პროექტის დაგეგმაზე. შეძენილი ცოდნა დამეხმარა დამეგეგმა ჩემს მიერ შერჩეული პროექტი ,რომლის განხორციელებასაც ვაპირებ.ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გაგვეთვალისწინებია სტანდარტის მოთხოვნები გეგმის შედგენისას.განვმარტეთ მიმართულების მიმცემი კითხვების  მნიშვნელობა  მოსწავლეებისათვის,  პროექტის სრულყოფისათვის.